ავტორი:

ოზურგეთში ავარიას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ოზურგეთში ავარიას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მოტოციკლით ბეტონს დაეჯახა. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ნიკა ცეცხლაძეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.