ავტორი:

ირანი, ჯანმრთელობის ტურიზმის სახარბიელო მიმართულება ქართველებისთვის

ირანი, ჯანმრთელობის ტურიზმის სახარბიელო მიმართულება ქართველებისთვის

ირანი ქართველებისთვის ჯანმრთელობის ტურიზმის სახარბიელო მარშრუტს წარმოადგენს. ირანში შესაძლებელია მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურების მიღება, დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით ხელმისაწვდომ ფასად. მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ირანელი ექიმები, პაციენტის მიმართ პასუხისმგებლობიანი და პროფესიონალური დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

ირანის მიღწევები ჯანმრთელობის ტურიზმში:

- პირველი ადგილი რეგიონში IVF კვლევებსა და უნაყოფობის მკურნალობაში

- მე-4 ადგილი მსოფლიოში უნაყოფობის მკურნალობის და მეან- გინეკოლოგიის დარგში

- მე-12 ადგილი სტომატოლოგიის დარგში, განსაკუთრებით კოსმეტიკური სტომატოლოგიაში.

- მსოფლიოს 10 წამყვან ქვეყანას შორის კარდიოლოგიის დარგში (ახლო აღმოსავლეთის რეგიონი).

- პლასტიკური და კოსმეტოლოგიური ქირურგიის რაოდენობით მე-10 ადგილი მსოფლიოში

- პირველი ადგილი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში სკრინინგის, ოპტომეტრიისა და ოფთალმოლოგიურ მომსახურებებში

- 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილიرნევროლოგიის დარგში

- თმის გადანერგვისა და აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა

ყოველწლიურად სამედიცინო ტურიზმის ფარგლებში მკურნალობისა და სამედიცინო მომსახურების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან მათ შორის უზბეკეთიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან, ტაჯიკეთიდან და ასევე ევროპისა ამერიკის ქვეყნებიდან, მილიონნახევარზე მეტი ადამიანი ჩადის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ამავე მიზნით, სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ყოველწლიურად ასი ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს ირანს. შესაბამისად ირანი სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით, თანდათანობით ხდება რეგიონის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი.

ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ირანის მიმართულებას ჯანმრთელობის ტურიზმისთვის. 2021 წელს ირანში სამკურნალოდ 100 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი პაციენტი გაემგზავრა.

გარდა მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებებისა, ირანი მდიდარი კულტურის მქონე, სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ირანში ვიზიტისას საქართველოდან ჩამოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ირანის ისტორიულ თუ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს და გამორჩეულ გასტრონომიულ კულტურას.

მოწინავე სამედიცინო მომსახურება: ირანს, მოწინავე ჯანდაცვის თანამედროვე სისტემა აქვს. მრავალი საავადმყოფო და კლინიკა აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აღჭურვილობითა და ტექნოლოგიებით; ქვეყანას ჰყავს კვალიფიციური და გამოცდილი ექიმებისა და ექთნების მრავალრიცხოვანი კადრი. ირანი გთავაზობთ მოწინავე სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სპეციალობასა და ქვესპეციალობას. ქართველ პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ მომსახურება სამედიცინო საჭიროებების ფართო სპექტრისთვის, მათ შორის კოსმეტიკური პროცედურები, გულ-სისხლძარღვთა მკურნალობა, ოფთალმოლოგია, უნაყოფობის და ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სტომატოლოგიური პროცედურები და სხვა.

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა: ირანში სამედიცინო მომსახურების ღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, რაც მას მიმზიდველ მიმართულებად აქცევს ქართველებისთვის, რომლებიც ეძებენ ხელმისაწვდომ სამედიცინო სერვისს.

კვალიფიციური და გამოცდილი კადრები: ირანი ამაყობს თავისი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმებით, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი დამოკიდებულებით პაციენტის მიმართ. ქართველებს, რომლებიც ირანში მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას, შეუძლიათ ენდონ ირანელი ექიმების ცოდნას და უნარებს, რომლებიც ფლობენ მკურნალობის უახლეს მეთოდებს. კვალიფიციურ პროფესიონალებთან კონსულტაციის შესაძლებლობა უზრუნველყოფს პერსონალიზებულ მკურნალობის დაგეგმვას და მართვას, რაც ქართველ პაციენტებს გაუჩენს სიმშვიდეს და ნდობას განცდას.

გაგაცნობთ ჯანმრთელობის ტურიზმის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს ირანში:

● თეირანი: ირანის ბევრი საუკეთესო საავადმყოფო და კლინიკა სწორედ თეირანში, ქვეყნის დედაქალაქში მდებარეობს. ქართველ ვიზიტორებს პარალელურად შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ სხვადასხვა კულტურული ღირსშესანიშნაობები თეირანში, მათ შორის მუზეუმები, მეჩეთები, სასახლეები.

● შირაზი: შირაზი, სამხრეთ ირანის ჯანმრთელობის ტურიზმის ცენტრს წარმოადგენს. ის ცნობილია სპეციალიზებული საავადმყოფოებითა და კლინიკებით. პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ მოწინავე, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპლანტოლოგია, ოფთალმოლოგია, კოსმეტიკური ქირურგია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა. ყველა სამედიცინო მომსახურება ხორციელდება მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალების მიერ. შირაზი ასევე ცნობილია თავისი ულამაზესი ბაღებით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, გამორჩეული სამზარეულოთი. ფერეიდანში მცხოვრები ქართული წარმოშობის ბევრი ირანელი, ისპაჰანთან სიახლოვისა გამო, სწორედ შირაზს ირჩევს მოწინავე სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

● იაზდი: იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ეს ქალაქი, ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტურითა და ქარსაჭერებით. ქალაქ იაზდში არაერთი საავადმყოფო და კლინიკაა, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან უნაყოფობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე.

● თავრიზი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისა და კულტურული მრავალფეროვნების ცენტრი: თავრიზში არაერთი საავადმყოფო და კლინიკაა, რომელიც სპეციალიზდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ქალთა ჯანმრთელობის, სტომატოლოგიის, რესპირატორული და ღვიძლის დაავადებების სფეროებში. საქართველოსთან გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით, ქალაქი თავრიზი, სადაც საკუთარი მანქანითაც კი მარტივად შეძლებთ მოხვედრას, შესაძლებელია გახდეს შესანიშნავი მიმართულება ქართველებისთვის.

ჯანმრთელობის ტურიზმი ირანში, მდიდარ და სასიამოვნო კულტურულ გარემოში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღების შესანიშნავი შესაძლებლობაა. თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობა, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრები, ხელმისაწვდომობა და კულტურული კავშირები, ირანის მიმართულებას მიმზიდველს ხდის მათთვის, ვინც ეძებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. საქართველოსთან სიახლოვისა და საერთო მემკვიდრეობის გათვალისწინებით, ირანი მზადაა შესთავაზოს საქართველოს მდიდარი და სრულყოფილი ჯანმრთელობის ტურიზმის გამოცდილება.