Tbilisi Open Air -ს წელს პირველად შეუერთდა კომპანია სილქნეტი, როგორც ტექნოლოგიური პარტნიორი. Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ფესტივალის სტუმრები შეძლებენ დამუხტონ მობილური მოწყობილობები და საჩუქრად მიიღონ მუსიკალური აპლიკაცია Deezer-ის 1 თვიანი ვაუჩერი.
ასევე, „Billboard საქართველო“, როგორც Silknet-ის ეკოსისტემის შემადგენელი პლატფორმა, ფესტივალის მსვლელობას გააშუქებს და ვრცელ ინტერვიუებს შეთავაზებს მუსიკის მოყვარულებს.
ერთი წლის წინ, „სილქნეტის“ ციფრულ ეკოსისტემას, ლეგენდარული ამერიკული პლატფორმა Billboard და მუსიკალური აპლიკაცია Deezer შეუერთდა. ეს პარტნიორობა საშუალებას აძლევს კომპანიას მრავალფეროვანი მუსიკალური კონტენტი შეთავაზოს მომხმარებლებს.
23 და 24 ივნისს სილქნეტს გამორჩეული სილქფესტი ექნება. შეთავაზებებში დაგხვდებათ ულიმიტო სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები, ასევე სხვა რჩეული პირობა. შესაძლებლობა გაქვთ გაიაქტიუროთ Tbilisi Open Air დღეებში სასურველი, ერთი ან რამდენიმე პირობა, ასევე ჩაურთოთ სხვასაც ნებისმიერი პაკეტი კოდით *202#. შეთავაზების შეძენა შესაძლებელია ასევე აპლიკაციით My Silknet ან პირდაპირ საიტიდან:
ჩაირთე სილქფესტით რჩეული პირობები და მოდი Tbilisi Open Air-ზე - ერთად დავიმუხტოთ მუსიკით!
R