"პალიტრა L-ის“ საქველმოქმედო აქცია "გადაიხადე რამდენიც გინდა“ დღეს, 23 ივნისს დაიწყო და ის ტირაჟის ამოწურვამდე გაგრძელდება. აქციის ფარგლებში მკითხველები ამჯერად ცნობილი ავტორის, კომიკოსისა და ტელესახის დევიდ ბედიელის მსოფლიო ბესტსელერის, "საოცნებო მშობლების“ შეძენას შეძლებენ.
საქველმოქმედო აქცია მდგომარეობს იმაში, რომ წიგნს არ აქვს ფიქსირებული ღირებულება და ადამიანები მას მათთვის სასურველ თანხად შეიძენენ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ წიგნში 10 ლარამდე გადახდილი თანხის 20% გადაირიცხება სოფლის პირველადი სამედიცინო დახმარების ფონდში, ხოლო 10 ლარზე ზემოთ თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება.
გამომცემლობაში, როგორც წინა საქველმოქმედო აქციების დროს, ამჯერადაც მკითხველების დიდ აქტიურობას ელოდებიან. მისი ავტორი დევიდ ბედიელი ცნობილია საინტერესო სიუჟეტებით, სხარტი და მხიარული ტექსტებით, შესაბამისად, ის ბავშვებისა და მოზარდების საყვარელი საკითხავია. "საოცნებო მშობლები“ ეხმაურება თანამედროვე ბავშვებსა და მათ მშობლებს, და-ძმებსა თუ მეგობრებს შორის არსებულ ურთიერთობებს, საოცრად რეალისტურად წარმოაჩენს მათ ყოველდღიურ რეალობას და ამავდროულად არ ივიწყებს ცოტა ჯადოსნობასაც.
შეგახსენებთ, რომ აქცია წიგნის მარაგის ამოწურვამდე გაგრძელდება.
R