ავტორი:

"შემდეგი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს, ასევე შეწყალების მექანიზმით" - გიორგი ვაშაძე

"შემდეგი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს, ასევე შეწყალების მექანიზმით" - გიორგი ვაშაძე

შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასევე შეწყალების მექანიზმით - პოლიტიკური პატიმრები ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ საბჭოთა წარსულს, რომელსაც ასევე უნდა გავაყოლოთ "ქართული ოცნება“ თავისი კომუნისტური პარტიის მენტალობით, რომლითაც ის საქართველოს მართავს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ქართული ოცნებისგან“ საქართველოს დერუსიფიკაცია და დეოკუპაცია უნდა მოხდეს და საქართველო ევროპული განვითარებისკენ წავიდეს.

"მივესალმები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას. აქამდე რომ ყოფილიყო, გაცილებთ უკეთესი იქნებოდა. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასევე შეწყალების მექანიზმით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოვიდა 12 პუნქტის შეფასება ევროკავშირის მხრიდან, სადაც ვარჰეი ამბობს, მხოლოდ სამია შესრულებულიო - ვარჰეი, რომელსაც აქებდა და ადიდებდა და "ენდობოდა“ "ქართული ოცნება“. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოს დერუსიფიკაცია, დეოკუპაცია მოხდეს "ქართული ოცნებისგან“ და წინ წავიდეთ ევროპული განვითარებისკენ. პოლიტიკური პატიმრები ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ საბჭოთა წარსულს, რომელსაც ასევე უნდა გავაყოლოთ "ქართული ოცნება“ თავისი კომუნისტური პარტიის მენტალობით, რომლითაც ის მართავს საქართველოს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი გუშინ მოაწერა. როგორც პრეზიდენტმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის არ აპირებს გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.