ავტორი:

"ცოტა უფრო მაღალი ყოფილხარ..." - ვოლკანოვსკი ილია თოფურიას სიტყვიერად დაუპირსპირდა: რა უთხრეს მებრძოლებმა ერთმანეთს (ვიდეო)

"ცოტა უფრო მაღალი ყოფილხარ..." - ვოლკანოვსკი ილია თოფურიას სიტყვიერად დაუპირსპირდა: რა უთხრეს მებრძოლებმა ერთმანეთს (ვიდეო)

ავსტრალიელმა მებრძოლმა ალექსანდრე ვოლკანოვსკიმ ოქტაგონზე ჯერ იაირ როდრიგესი დაამარცხა, ხოლო შემდეგ ქართველ მებრძოლზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა. შესაძლოა, მალე თოფურიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლა ვიხილოთ, თუმცა სანამ სპორტსმენები ოქტაგონზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს, ისინი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

როგორც UFC-ში ხდება ხოლმე, ვოლკანოვსკი და თოფურია ერთმანეთის პირისპირ პარტერში დადგნენ. ილიამ ვოლკანოვკის უთხრა, რომ ბრძოლისთვის დაბადებიდან მზადაა.

"ცოტა უფრო მაღალი ყოფილხარ", - უთხრა მან თოფურიას, რაზეც ილიამ უპასუხა - "ჰო, შენ დაბალი ხარ..."

როგორც იცით, ილია თოფურია ჯერჯერობით დაუმარცხებელი მებრძოლია, მისმა მოწინააღმდეგემ კი სწორედ ამაზე მიანიშნა - "ვნახოთ, ჩემთან ბრძოლის შემდეგ თუ კვლავ დაუმარცხებელი იქნები".

ნახეთ ვიდეო:

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Volkanovski exchanges words with Ilia Topuria after our <a href="https://twitter.com/hashtag/UFC290?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#UFC290</a> main event! 👀 <a href="https://t.co/JNmoRJlm8c">pic.twitter.com/JNmoRJlm8c</a></p>&mdash; UFC (@ufc) <a href="https://twitter.com/ufc/status/1677909316580286464?ref_src=twsrc%5Etfw">July 9, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>