გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ წიგნების ყოველთვიური გამოწერის სერვისი განაახლა და მკითხველს კიდევ უფრო მოსახერხებელი პირობები და ფართო არჩევანი შესთავაზა. სერიების ჩამონათვალი 20-მდე გაიზარდა და მათ შორის არის სხვადასხვა ჟანრისა და ყველა ასაკისთვის შესაბამისი ლიტერატურა, რომელსაც გამომწერი სპეციალურ ფასად მიიღებს.
განახლებული შეთავაზების მიხედვით, მკითხველი თავად არჩევს როგორც სერიას, ისე სასურველი გადახდის თარიღს, ხოლო ერთიანი ანგარიშსწორების შემთხვევაში, სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს.
გამოწერის ფასი 5 ლარიდან იწყება და სერიებისა და წიგნების მიხედვით იცვლება. აღსანიშნავია, რომ ერთ პირს შეუძლია, რამდენიმე სერია გამოიწეროს, იქნება ეს საბავშვო ჟანრი თუ ბიზნესლიტერატურა და სხვა.
„პალიტრა L-ის“ მიერ ლიტერატურის მოყვარულებისთვის შერჩეულ სერიებს შორის არის:

- „ლურჯი ოკეანის“ ბიზნესლიტერატურა, რომელიც პროფესიულ ზრდაში, თვითგანვითარებასა და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციების შესწავლაში გვეხმარება. პროექტის ფარგლებში გამოიცემა როგორც ჟანრის კლასიკად აღიარებული ნამუშევრები, ისე თანამედროვე ბიზნესლიტერატურა;
- „XXI საუკუნის ქართული მოთხრობები“, რომლებიც მკითხველმა უკვე აღიარა და ბესტსელერებად იქცა. ბოლო წლებში თანამედროვე ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესი იზრდება, შესაბამისად, ასპარეზზე ჩნდებიან ახალი ავტორები, რომლებიც მკითხველს საინტერესო სიუჟეტებსა და პერსონაჟებს აცნობენ. „პალიტრა L-ი“ კი მათ აღმოჩენასა და მკითხველისთვის გაცნობაზე ზრუნავს;
- „გაიცანი დიდი ადამიანი“, რომელიც პატარა მკითხველს ასაკის შესაბამისად აწვდის ინფორმაციას საინტერესო ადამიანების შესახებ. ეს მხიარული, შემეცნებითი წიგნების სერია ბავშვების განვითარებისა და კითხვით დაინტერესებისთვისაა განკუთვნილი;
- მიხეილ ჯავახიშვილი, რომლის უკვდავი შემოქმედების კიდევ ერთხელ გადაკითხვა, არასდროსაა ზედმეტი. მის ნაწარმოებებში წარმოჩენილი საკითხები ეხმიანება როგორც ჩვენს წარსულს, ისე თანამედროვეობასა და მომავლის ხედვებსაც კი. სერიის მეშვეობით საშუალება გვაქვს, დიდი მწერლის ყველა ნაწარმოები შევაგროვოთ და საპატიო ადგილი მივუჩინოთ ჩვენს ბიბლიოთეკაში;
- დავით კლდიაშვილი, რომელსაც ქართულ ლიტერატურაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მწერლის შემოქმედებაში ასახულია მე-19 საუკუნის იმერეთის ცხოვრება, რასაც ის შესანიშნავი იუმორითა და საოცარი მხატვრული ოსტატობით აღწერს;

- ნოდარ დუმბაძე, რომლის შემოქმედებაც ასევე ქართული ლიტერატურის მარგალიტია და ყველა მკითხველის ბიბლიოთეკისთვის არაჩვეულებრივ შენაძენად მიიჩნევა. მისი პერსონაჟები სამუდამოდ აღბეჭდილია ჩვენს მეხსიერებაში კინოშედევრებისა და სპექტაკლების მეშვეობით;

- „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, რომელმაც ქართულ ლიტერატურაში ისტორია შექმნა. სერია არასდროს რჩება მკითხველის ყურადღების მიღმა. მის ფარგლებში გამოცემული წიგნები კვლავაც და კვლავაც ახალი ტირაჟებით ხვდება წიგნის მაღაზიათა თაროებზე;
- „პალიტრა კლასიკა“, რომელიც ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვან კლასიკურ ნაწარმოებებს აერთიანებს. მათ შორის არიან ისეთი ავტორები, როგორიცაა: ვიქტორ ჰიუგო, მიგელ დე სერვანტესი, ფიოდორ დოსტოევსკი, უილიამ თეკერეი და სხვა.
დანარჩენი სერიები ასევე მოიცავს ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედებასა და პროფესიულ ლიტერატურას, რომლებიც გამომწერებისთვის სპეციალური პირობებით არის ხელმისაწვდომი.
როგორ გავხდეთ გამომწერი?
„პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე რეგისტრაციისა და გამოწერის ფუნქციის არჩევის შემდეგ, თანხას სასურველი პირობებით გადავიხდით და შეძენილ წიგნებს გამომცემლობა სასურველ მისამართზე მოგვაწვდის.
სერიების დეტალურად გასაცნობად დააჭირეთ აქ.
R