ავტორი:

ე. წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში "საბაჟოს ხელმძღვანელი“ საკუთარ სახლში ააფეთქეს

ე. წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში "საბაჟოს ხელმძღვანელი“ საკუთარ სახლში ააფეთქეს

ე. წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში "საბაჟოს ხელმძღვანელი“ საკუთარ სახლში ააფეთქეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაადასტურა.

"აფანასიევსკის თავისა და მუცლის არეში მრავალობითი დაზიანება აღენიშნება, ის მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში არის გადაყვანილი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ იური აფანასიევსკი გენერალ-მაიორი და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური აპარატის აგენტია და ცნობილია იმით, რომ ე. წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, ლეონიდ პასეჩნიკის "ფინანსისტი“ გახდა.