თუ თბილისის შუაგულში, ჰარმონიული ცხოვრებისთვის მშვიდ გარემოს ეძებ, მაშინ ამ სტატიას აუცილებლად უნდა გაეცნო.
დღეს მოგიყვებით მთაწმინდა პანორამაზე - საცხოვრებელ პროექტზე, რომელიც თბილისის ისტორილ უბანში - მთაწმინდაზე, ტარიელის ქუჩაზე მდებარეობს.
„მთაწმინდა პანორამა“ 21 ბინას და 4 კომერციულ-საოფისე ფართს აერთიანებს. თითოეული ბინა სივრცისა და ბუნებრივი სინათლის იდეალურ სინთეზს წარმოადგენს.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობაა. ის ზღვის დონიდან 500 მეტრზე მდებარეობს, სადაც 360 გრადუსიან პანორამაში მოქცეულია მთაწმინდის მთა და ძველი თბილისი.
400 მ. რუსთაველის გამზირამდე; 500 მ. ფუნიკულიორის ტრამვაის ქვედა სადგურამდე; 6 წუთის სავალი გზა თავისუფლების მოედნამდე.
„მთაწმინდა პანორამა“ მოიცავს: ლობის, დახურულ აუზს, სავარჯიშო სივრცეს, მიწისქვეშა პარკინგს, კომერციულ და საოფისე ფართებს, გამწვანებულ და კეთილმოწყობილ ეზოს საბავშვო ატრაქციონებით, მოსასვენებელ სივრცეს, უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს - 24 საათიან სამეთვალყურეო კამერებს და დაცვის სამსახურს. კორპუსი უზრუნველყოფილია ჩუმი ჰიდრავლიკური ლიფტით, დომოფონითა და სადარბაზოს ავტომატური განათებით.
„მთაწმინდა პანორამას“ მშენებლობისას მხოლოდ მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები გამოიყენება: ბედეგის იზობლოკი უმაღლესი ხარისხის ხმის და თბო იზოლაციით; "სეინთ გობეინის" (Saint-Gobain) ფრანგული ენერგო დამზოგავი მინა-პაკეტი; ალუმინის ვიტრაჟული ფანჯრები; და სხვა. „მთაწმინდა პანორამა“ 40%-მდე ენერგოეფექტური შენობაა, რაც კომუნალური ხარჯების მნიშვნელოვნად დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.
დახვეწილი ექსტერიერის გარდა, კორპუსი სეისმურად მყარ კონსტრუქციულ ნაგებობას წარმოადგენს. ტერიტორიაზე 𝟏𝟓 მეტრი სიღრმის ხიმინჯების ჩასხმის სამუშაოები ჩატარდა. ასევე, დასრულებულია საძირკვლის სამუშაოები და პარკინგის სართულის მოწყობა. ამ ეტაპზე პირველი სართულის მშენებლობა მიმდინარეობს.
„მთაწმინდა პანორამა“ - შენი ახალი სახლი მთაწმინდაზე, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტსა და მოთხოვნას პასუხობს.
R