ავტორი:

ბიანკა ცენსორის მორიგი სკანდალური გამოჩენა: ბალიშით დაფარული მკერდი და გამჭირვალე სამოსი - კანიე უესტის ცოლი კვლავ ყურადღების ცენტრშია

ბიანკა ცენსორის მორიგი სკანდალური გამოჩენა: ბალიშით დაფარული მკერდი და გამჭირვალე სამოსი - კანიე უესტის ცოლი კვლავ ყურადღების ცენტრშია

კანიე უესტის ცოლი, ბიანკა ცენსორი კვლავ საუცხოო ჩაცმულობით გამოჩნდა ევროპის ქუჩებში. წყვილი ირლანდიის შემდეგ ისევ იტალიაში დაბრუნდა და ადგილობრივების "დატერორებას" განაგრძობს. ბიანკამ თავის ჩვეულ "თითქმის შიშველ" სამოსს ახალი აქსესუარი შემატა და დივნის იასამნისფერი ბალიში აიფარა მკერდზე.

პაპარაცებმა თავიანთი კამერების ობიექტივში 28 წლის არქიტექტორი ქმართან ერთად სასტუმროდან გამოსვლისას მოახვედრეს. ბიანკა ფლორენციის ქუჩებში გამჭვირვალე კოლგოტითა და ფეხსაცმლით გავიდა. ავსტრალიელმა მკერდი იასამნისფერი ბალიშით დაიფარა, რომელიც ორივე ხელით მჭიდროდ ეკავა.

რაც შეეხება კანიეს, ის თავის წინდა-ფეხსაცმელს არ ღალატობს და კვლავ მთლიანად შავ ტანისამოსში გამოეწყო. იტალიური მედიის ცნობით, პროვოკაციულად ჩაცმული წყვილი იტალიურ ბრენდულ მაღაზიებს ერთად ეწვია.

იტალიელებმა ბიანკა და კანიე წინა დღესაც იმავე სამოსით შენიშნეს პაემანზე ყოფნისას. ადგილორბივების თქმით, ცენსორი რესტორანში სავახშმოდ თავის ბალიშთან ჩახუტებული გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის პოლიციამ ბიანკა ცენსორის და კანიე უესტის სკანდალური ქცევის გამო გამოძიებაც კი დაიწყო. გასული თვის ბოლოს, წყვილი იტალიური ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ოთხი შვილის მამას ფლორენციის ტურისტული გემით გასეირნებისას საჯდომი უჩანდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ შემთხვევამ უბიძგა ევროპული ქვეყნის პოლიციას, რომ წყვილზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით გამოძიება დაეწყო.

იტალიელები არანაკლებ აღაშფოთა ბიანკას გამჭვირვალე სამოსმა და ბრაზი მათ სოციალურ ქსელში გამოხატეს.

ამ ამბებიდან მალევე, ვენეციის ტურისტული გემების კომპანიამ წყვილს მათი სერვისით სარგებლობა ცხოვრების ბოლომდე აუკრძალა. ერთ-ერთი წყაროს თქმით, კანიე და ბიანკა ერთობლივი ალბომისთვის ემზადებიან და სწორედ ამიტომ მიმართავენ ისინი პუბლიკისთვის შოკისმომგვრელ ხერხებს. სხვა წყაროები კი ამტკიცებენ, რომ წყვილი უესტის დიზაინერული ბრენდის, Yeezy-ს ახალი კოლექციის გამოსაშვებად ემზადება. "ორივე ფიქრობს, რომ მათი მოდა კულტურაში გადატრიალებას მოახდენს,"- დასძენს წყარო.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა