მაროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. სტიქიის შედეგად დაშავდა სულ მცირე 330 ადამიანი.
მიწისძვრის სიმძლავრე 6.8 მაგნიტუდას შეადგენდა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 20 წუთის შემდეგ კი, ძლიერი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
The Guardian-ის ინფორმაციით, მარაკეშში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის, მეჩეთის მინარეთი დაინგრა.