წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივის ინფორმაციით, ერთი-ერთ სახლს ცეცხლი გუშინ, გვიან ღამით გაუჩნდა, სადაც ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა. მეორე სახლი გამთენიისას დაიწვა, თუმცა ხანძრის დროს იქ არავინ იყო.
მისივე ცნობით, ვერცერთმა ოჯახმა ცეცხლმოკიდებული სახლებიდან ნივთების გამოტანა ვერ მოასწრო.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდნენ. ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება.
წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს პროგრამით გათვალისწინებული ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.