ბალტიის ზღვაში, ლატვიასა და ესტონეთის სანაპიროსთან, სამხედრო წვრთნები Northern Coasts დაიწყო, რომელშიც 30-მდე ხომალდი და 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობს.
წვრთნების მიზანს რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე რეაგირება წარმოადგენს.
მედიის ცნობით, Northern Coasts-ში ნატო-ს ქვეყნების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი წევრის - შვედეთის, და ასევე მოკავშირეების: აშშ-ს, კანადის, ნიდერლანდების, ბელგიის და საფრანგეთის სამხედროები მონაწილეობენ და ისინი სადესანტო ოპერაციებს და ზღვიდან დარტყმებს დაამუშავებენ.
წვრთნების კიდევ ერთი მიმართულება ბალტიის ზღვაში არსებული საზღვაო გზების დაცვა იქნება.
გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლის, იან კრისტიან კააკის განცხადებით, მოწინააღმდეგის საიმედო შეკავება თავდასხმის უნარსაც უნდა შეიცავდეს.
"ჩვენ ვუგზავნით რუსეთს მკაფიო სიგნალს სიფხიზლის შესახებ “, - განაცხადა იან კრისტიან კააკმა.
აშშ-ს მხრიდან წვრთნებში სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდი Mesa Verde-ს მონაწილეობს, რომლის სიგრძე 200 მეტრს აღემატება და რომელიც 800-მდე საზღვაო ქვეითის ტრანსპორტირებასა და დესანტისთვის არის განკუთვნილი.