ავტორი:

მამაკაცი 15 წლის გოგონას ინტიმურ ფოტოსა და ვიდეოს 20 ლარად ყიდდა - რას ამბობს დაკავებულის ადვოკატი: დანაშაულის დეტალები

მამაკაცი 15 წლის გოგონას ინტიმურ ფოტოსა და ვიდეოს 20 ლარად ყიდდა - რას ამბობს დაკავებულის ადვოკატი: დანაშაულის დეტალები

თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 20 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონას ინტიმურ ფოტო-ვიდეო მასალას 20 ლარად ყიდდა.

დანაშაულის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, როდესაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოებისა და ვიდეობის გაყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო და მასთან აქტიური კომუნიკაციით ნდობა მოიპოვა. შედეგად, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მას თავისი პირადი ინტიმური ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. აღნიშნულით ბრალდებულმა ბოროტად ისარგებლა და დაზარალებულის სურათით სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლითაც მომხმარებლებს თანხის სანაცვლოდ 15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების შესყიდვას სთავაზობდა. ხოლო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, იგი მყიდველს დაზარალებულის შიშველი სხეულის ფოტოებსა და ინტიმურ ვიდეოებს უგზავნიდა.

"ამ ეტაპზე იყენებს მისთვის მინიწებულ დუმილის უფლებას, შესაბამისად, არც არაფერს ადასტურებს და არც არაფერს უარყოფს. ჰქონდა სოციალურ ქსელით მიწერ-მოწერა. გამოძიებას აქვს გარკვეული მტკიცებულებები, მათ შორის, დაზარალებული არასრულწლოვნის ჩვენება, არის გარკვეული მოწმეთა ჩვენებები და არის ასევე ინფორმაცია "სქრინშოთების" სახით. არსებობს ინტიმური ფოტო-ვიეომასალა. გამოძიება ედავება, რომ თითქოს აღნიშნული ფულის მოთხოვნა, რაც ხდებოდა ბრალდებულის მხრიან, ხდებოდა აღნიშნული თანხის "აჭარაბეთის" ანგარიშზე ცარიცხვა და შემეგ ხდებოდა უშუალოდ ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება და ამაში გამოიხატებოდა ანგარება. ძირითადად არიან ირიბი მოწმეები. გამოძიება არ ედავება უშუალოდ მოპოვებას და შენახვას. ნებართვით მოიპოვა, ედავებიან მხოლოდ გამოყენებას და გავრცელებას, - ამბობს "ტვ პირველთან" საუბარში დაკავებულის ადვოკატი ავთანდილ გიორგაძე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონში დააკავეს.

დანაშაული 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.