ავტორი:

გარდაიცვალა ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე

გარდაიცვალა ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე

58 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე.

როგორც ახლობლები ამბობენ, ის გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში გადაყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გია გაბრიჭიძე წლების განმავლობაში მუშაობდა პერიოდულ პრესაში, იყო გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის“ კორესპონდენტი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი.