ვენეციის რიგით მე-80 კინოფესტივალი 9 სექტემბერს დასრულდა. აშშ-ს კინომსახიობთა გილდიისა და მწერლების გაფიცვის გამო, კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი წითელი ხალიჩა უჩვეულოდ მშვიდი იყო. მსახიობების არყოფნის გამო, ყურადღების ცენტრში მოდელები, ინფლუენსერები, დიზაინერები და დამოუკიდებელი ევროპული კინოს წარმომადგენლები მოექცნენ. ისინი წითელ ხალიჩაზე, ჩვეულებისამებრ, ელეგანტური და მრავალფეროვანი სამოსით გამოჩნდნენ.
კინოფესტივალზე შეკრებილი ზოგიერთი ვარსკვლავი ისტორიულ Palazzo del Cinema-ში ნავით მივიდა და მომლოდინე პაპარაცების წინ იპოზიორა.
აშშ-ს კინომსახიობთა გილდია მსახიობებს მხოლოდ დამოუკიდებელი პროექტების პოპულარიზაციის საშუალებას აძლევს, ამიტომ წლევანდელ წითელ ხალიჩაზე რამდენიმე მსახიობმა მაინც მოახერხა გავლა, მათ შორის იყო ადამ დრაივერიც.
წლევანდელი ფესტივალი 21 ფილმს მოიცავდა, რომელთა შორის იყო მაიკლ მანის "ფერარი", ბრედლი კუპერის "მაესტრო", სოფია კოპოლას "პრისცილა", იორგოს ლანთიმოსის "ღატაკები" და დევინ ფინჩერის "ქილერი".
წყარო: cnn
მოამზადა: ანა სიბოშვილმა