ავტორი:

"გვირილაში" ყოველდღიურად 35-40% ფასდაკლება გელოდებათ

"გვირილაში" ყოველდღიურად 35-40% ფასდაკლება გელოდებათ

სუპერმარკეტების ქსელი „გვირილა“, რომლის სლოგანიცაა „უფრო იაფი, უფრო ახლოს“, მომხმარებელს დიდ ფასდაკლებას სთავაზობს. სტანდარტულად დაბალი ფასების პარალელურად, „გვირილაში“ ყოველდღიურად სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე 35-40% ფასდაკლება დაგხვდებათ. ეს გახლავთ ერთდღიანი ფასდაკლებები, რომლებიც წინასწარ შერჩეული სასაქონლო ჯგუფის ან ჯგუფების ნებისმიერ პროდუქტს ეხება. შეთავაზება ცოტა ხნის წინ დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათი მიზანია მრავალფეროვანი პროდუქცია მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტზე ყოველდღიურად მოქმედებს ფასდაკლება.

გასული დღეების განმავლობაში ფასდაკლება შემდეგი კატეგორიის პროდუქციაზე მოქმედებდა: გაყინული ნახევარფაბრიკატები, სასმელი, კარაქი, თევზის კონსერვები, ჩაი, ყავა და სხვა.

„გვირილა“ ბაზარზე სულ რაღაც 10 თვის წინ გამოჩნდა და დღეს დედაქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოში ბაზრის მოწინავე პოზიციას იკავებს როგორც ქსელის მასშტაბით, ისე გაყიდვების მზარდი დინამიკით. სუპერმარკეტების ქსელი უკვე 220-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს. წლის ბოლომდე კი დაგეგმილია, რომ ქსელში 300-ზე მეტი ფილიალი იქნება. განვითარების გეგმის მიხედვით, მალე ფილიალები დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნება.

რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა „გვირილას“ დაგროვების პროგრამაც და მომხმარებლები სარგებლობენ „მეგობარი ბარათით“. ამ პერიოდში „მეგობარი ბარათის“ მფლობელების რაოდენობა 120000-ზე მეტია და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ისინი „გვირილას“ მუდმივი, ლოიალური მომხმარებლები არიან. მარკეტში ნებისმიერი პროდუქციის შეძენისა და „მეგობარი ბარათის“ გატარებისას, დახარჯული თანხის 5% მომხმარებელს უბრუნდება გვირილების სახით. ყოველი თვის განმავლობაში განსაზღვრული გვირილების დაგროვების შემთხვევაში მომხმარებლებს დამატებით გადაეცემათ საჩუქრები. ჯამში მომხმარებელს „გვირილაში“ შეუძლია დახარჯული თანხის 7.5%-მდე სარგებელი მიიღოს.

R