Eagle Partner 2023-ამ სახელწოდებით, დღეს 11 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო ერთობლივი სომხურ-ამერიკული სამხედრო სწავლება, რომელიც სასწავლო ცენტრ "ზარში" 20 სექტემბრამდე გასტანს.
ეს ერთობლივი სწავლება ნატოს პროგრამა "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ფარგლებში იმართება და მასში 175 სომეხ სამხედროსთან ერთად, 85 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც აშშ-ის 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის პირველი ბრიგადისა და კანზასის შტატის ეროვნულ გვარდიას წარმოადგენენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს, მოკრძალებული მასშტაბის ერთობლივი სწავლება დიდად არაფრით გამოირჩევა და ის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის ტაქტიკის დახვეწაზეა გათვლილი, მან წარმოუდგენელი ვნებათაღელვა გამოიწვია რუსეთის ხელისუფლებაში და რუსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში - სომხები რა უმადურები ყოფილან, ჩვენ რუსები ვარჩენთ, ყველანაირად ვეხმარებით და ისინი ამერიკელ სამხედროებს იწვევენ თავისთან?! - ასეთია რუსეთის ოფიციალური წრეებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მწვავე რეაქცია...
სინამდვილეში კი, სასწავლო ცენტრი "ზარი“ სწორედ ამერიკული მხარის ფინანსური დახარებით გაიხსნა 2022 წლის 17 ნოემბერს და გათვლილია სომხეთის არმიის სამშვიდობო ბრიგადის გასაწვრთნელად, მათ შორის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამაში მონაწილე ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების სამშვიდობო დანაყოფების სტუმრობის გათვალისწინებით.
ასე რომ, რაიმე მოულოდნელი იმაში,რომ სწორედ წელს, 11 სექტემბერს დაიწყებოდა სომხურ-ამერიკული ერთობლივი სწავლება, არაფერი ყოფილა, მაგრამ ის დაემთხვა რუსეთ-სომხეთის შორის სერიოზული დიპლომატიური "წაკინკლავების" მომენტს და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ახალი დიდი ომის დაწყების მოლოდინს... გააგრძელეთ კითხვა