ავტორი:

აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური ბომბებით აღჭურვილი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გადასცეს - Reuters

აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური ბომბებით აღჭურვილი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გადასცეს - Reuters

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალებით შეიარაღებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების გადაწყვეტილება მიიღოს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატები განიხილავს კასეტური საბრძოლო მასალებით აღჭურვილი ATACMS-ის ან GMLRS-ის, ან ორივე ტაქტიკური სარაკეტო სისტემის მიწოდების შესაძლებლობას და დამტკიცების შემთხვევაში, ნებისმიერი ვარიანტი კიევში სწრაფად გადაგზავნისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ამასთან, Reuters-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა, რომ ATACMS-ის ან GMLRS-ის, ან ორივეს გაგზავნის გადაწყვეტილება შესაძლოა ჩავარდეს, თუ გავითვალისწინებთ ბაიდენის ადმინისტრაციაში არსებულ შიშს, რომ ეს ქმედება რუსეთის წინააღმდეგ ზედმეტად აგრესიულ ნაბიჯად არ იქნას აღქმული.