უკრაინის სამხედრო დაზვერვის (GUR) განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ყირიმთან ახლოს მდებარე რამდენიმე გაზისა და ნავთობის პლატფორმაზე კონტროლი დაიბრუნეს.
Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კიევის ძალებმა "უნიკალურ ოპერაციის“ შედეგად კონტროლი დაამყარეს "ბოიკოს კოშკების” სახელით ცნობილ საბურღ პლატფორმებზე.
"უკრაინისთვის "ბოიკოს კოშკებზე“ კონტროლის აღდგენა სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. რუსეთს ჩამოერთვა შავი ზღვის წყლების კონტროლის სრული შესაძლებლობა”, - ნათქვამია GUR-ის განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ე.წ "ბოიკოს კოშკები“ 2015 წლიდან რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული. უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვი მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა.