ავტორი:

ილონ მასკი ადასტურებს, რომ ყოფილ პარტნიორ გრაიმსთან, მესამე შვილიც ჰყავს - ბავშვის არსებობას დღემდე საიდუმლოდ ინახავდნენ

ილონ მასკი ადასტურებს, რომ ყოფილ პარტნიორ გრაიმსთან, მესამე შვილიც ჰყავს - ბავშვის არსებობას დღემდე საიდუმლოდ ინახავდნენ

ილონ მასკი ადასტურებს, რომ ყოფილ პარტნიორთან, გრაიმსთან, მესამე შვილიც ჰყავს. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ მისი სახელიც ისეთივე უჩვეულოა, როგორიც მისი და-ძმის. როგორც ახალი ამბების ანგარიშის პოსტში ვკითხულობთ, ილონის მესამე შვილს Tau Techno Mechanicus ჰქვია. მასკმა ეს ინფორმაცია კომენტარში თვითონაც დაადასტურა.

  • მესამე შვილის არსებობას დღემდე საიდუმლოდ ინახავდა წყვილი.

მასკი და კანადელი მომღერალი ერთმანეთს 2021 წელს დაშორდნენ, მაგრამ გრაიმსის თქმით, მათი ურთიერთობის სტატუსი ხშირად იცვლება.

ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში, გრაიმსმა გაამჟღავნა, რომ მისი და მასკის შვილი, Exa, 2021 წლის დეკემბერში სუროგატის დახმარებით შეეძინათ. რაც შეეხება მათ უმცროს ვაჟს, ზედმეტსახელად Y-ს, ის 2020 წლის მაისში გაჩნდა.

მასკს წინა ორი ქორწინებიდან კიდევ 5 შვილი ჰყავს. მათ გარდა, თავისივე კომპანიაში დასაქმებულ შივონ ზილისთან ტყუპი ეყოლა. მასკი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ შობადობის კლება მას ძალიან აღელვებს და ფიქრობს, რომ ეს კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, ის ყველაფერს აკეთებს, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა