ავტორი:

ჯორჯ ბუშის თქმით, მისთვის "შოკისმომგვრელი“ იყო იმის აღმოჩენა, რომ წლების წინ ევგენი პრიგოჟინმა მას სანქტ-პეტერბურგში ვახშამი მიართვა: "მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გადავრჩი“

ჯორჯ ბუშის თქმით, მისთვის "შოკისმომგვრელი“ იყო იმის აღმოჩენა, რომ წლების წინ ევგენი პრიგოჟინმა მას სანქტ-პეტერბურგში ვახშამი მიართვა: "მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გადავრჩი“

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის თქმით, შოკირებული იყო, როდესაც აღმოაჩინა, რომ ევგენი პრიგოჟინმა 17 წელზე მეტი ხნის წინ მას ვახშამი მიართვა.

იალტის ევროპული სტრატეგიის კონფერენციაზე გამოსვლისას ბუშს ჰკითხეს, იყო თუ არა მისთვის "შოკისმომგვრელი“ ცნობები პრიგოჟინის ავიაკატასტროფაში გარდაცვალების შესახებ.

"არა, ჩემთვის შოკისმომგვრელი ის არის, რომ მეორე დღეს ვნახე სურათი სანქტ-პეტერბურგში G8-ის სამიტის, სადაც ჩანს, რომ ბიჭი, რომელიც კერძს მაწოდებდა, იყ პრიგოჟნი“, - მიუგო ბუშმა ჟურნალიტებს.

”ის იყო პუტინის შეფ-მზარეული და ის იყო სურათზე”, - დასძინა ყოფილმა პრეზიდენტმა და გაიღიმა.

ბუშმა თქვა, რომ მას არ ახსოვდა, ოდესმე შეხვედრია თუ არა პრიგოჟინს პირადად.

"მხოლოდ ის ვიცი, რომ გადავრჩი“, - დასძინა მან.

წყარო