2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, C ჯგუფში, მესამე ტურში, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე მოლდოვა 0:1 დაამარცხა.
სვანაძის შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს და კვერნაძემ ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა, როდესაც პირისპირ გასულს მეკარემ არ გაატანინა. საქართველოს ნაკრები ინიციატივას ფლობდა, თუმცა მომენტების შექმნა უჭირდა.
შესვენების შემდეგ მოლდოვა გააქტიურდა და მეკარე ხარატიშვილს მოუწია თამაშში ჩართვა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა დაიბრუნა, მამაგეიშვილსა და ოდიშარიას მეკარემ არ დაანება გატანა. შეცვლაზე შესულმა 19 წლის იობაშვილმა კი 84-ე წუთზე თავით დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. მერე ეგოიანის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და 12 ოქტომბერს ნიდერლანდებს უმასპინძლებს, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს.