ჩვენ გვაქვს სუბიექტური მიზეზი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, გავმაგრდებით კიდევ უფრო მეტად სტატუსის მიღების პირობებში. ოპოზიციას ჭირივით ეშინია კანდიდატის სტატუსის, იმიტომ, რომ ჩვენ გავმაგრდებით,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, "ქართული ოცნება“ ძალიან სუბიექტურია კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში, რადგან სხვა ყველაფერთან ერთად, ის მმართველი ძალის რეიტინგსაც გააუმჯობესებს.
"ჩვენ გვაქვს სუბიექტური, ძალიან მიკერძოებული ინტერესი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ბოლომდე მიკერძოებული ვართ ამაში, ძალიან სუბიექტურები ვართ, სუბიექტურად გვინდა, რომ მივიღოთ კანდიდატი სტატუსი, იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, მარტივად რომ ვთქვათ, "ქართულ ოცნებას“ ძალიან გაამაგრებს, ჩვენ რეიტინგზეც აისახება და ა.შ. სუბიექტურად ვართ დაინტერესებულები. რაც შეეხება ოპოზიციას, დააკვირდით მათ რიტორიკას, მათი მედიასაშუალებების რიტორიკას, მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს არ ეკუთვნის სტატუსი, შესაბამისად, არ უნდა მივიღოთ ეს სტატუსი. ძალიან კარგად ჩანს ვის რა სუბიექტური ინტერესები აქვს. ჩვენ გვაქვს სუბიექტური მიზეზი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, გავმაგრდებით კიდევ უფრო მეტად სტატუსის მიღების პირობებში. ოპოზიციას ჭირივით ეშინია კანდიდატის სტატუსის, იმიტომ, რომ ჩვენ გავმაგრდებით. ჩვენ მიზეზი გვაქვს მივიღოთ და ზუსტად იმავე მიზეზის გამო, ოპოზიციას არ უნდა, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მარტივად არის ეს ყველაფერი, დანარჩენი არის ცარიელი სპეკულაციები“,- განაცხადა კობახიძემ.