ავტორი:

"შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში" - რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის საელჩო?

"შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში" - რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის საელჩო?

შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ამით საქართველოში აშშ-ის საელჩo ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით.

„აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.