ავტორი:

ვიეტნამის დედაქალაქში გაჩენილ ხანძარს 56 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვიეტნამის დედაქალაქში გაჩენილ ხანძარს 56 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვიეტნამისს დედაქალაქ ჰანოიში, ცხრასართულიან კორპუსში ხანძარს 56 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი ღამის საათებში გაჩნდა, იმ დროს, როცა შენობაში მცხოვრებ 150-მდე ადამიანს უკვე ეძინა ან დასაძინებლად ემზადებოდა. მაშველებმა შენობიდან მინიმუმ 70 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.

ვიეტნამის პოლიციის ცნობით, 40-მდე ადამიანი დაშავებულია.

ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება ვიეტნამის დიდი ქალაქების ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლიდერის, ლე ვან ტუიენის თქმით, ხანძარმა ქალაქს დიდი ზიანი მიაყენა. პრემიერ მინისტრი, ფამ მინ ჩინი კი პირობას დებს, რომ დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯებს მთავრობა დაფარავს.

"მიუღებელია, რომ ასეთ მაღალსართულიან კორპუსს, სადაც 45 ოჯახი სახლობს, საავარიო გასასვლელი არ აქვს", - განაცხადა მინისტრმა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა