ავტორი:

დღეიდან პოლონეთი რუსეთში დარეგისტრირებული მანქანების ქვეყანაში შესვლას კრძალავს

დღეიდან პოლონეთი რუსეთში დარეგისტრირებული მანქანების ქვეყანაში შესვლას კრძალავს

პოლონეთი რუსეთში დარეგისტრირებული მანქანების შესვლას კრძალავს, - ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა.

აკრძალვა 16 სექტემბრის შუაღამიდან შედის ძალაში და ნებისმიერ ავტომობილს შეეხება, რომელიც რუსეთში არის დარეგისტრირებული.

„რუსეთში დარეგისტრირებული ავტომობილების ევროკავშირში შესვლის აკრძალვის შესახებ 8 სექტემბერს ევროკომისიის დირექტივების გამოქვეყნების შემდეგ, მინდა გაცნობოთ, რომ პოლონურ საზღვარზე ეს აკრძალვა ძალაში ხვალიდან შევა. ის ძალაში დღეს შუაღამეს შედის,” - განაცხადა კამინსკიმ.

მან განმარტა, რომ აკრძალვა პოლონეთში რუსული რეგისტრაციების მქონე მსუბუქ ავტომობილებს შეეხება. “რუსულ სატვირთო მანქანებზე უკვე ვრცელდებოდა ეს აკრძალვა. ახლა ამ საქმეს ვხურავთ. არც ერთი რუსული მაქანა არ შედის პოლონეთში. ქალბატონებო და ბატონებო, ეს ყველა ავტომობილს შეეხება, რომლებიც კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება, ასევე კერძოებსაც - მიუხედავად იმისა, ავტომობილს მართავს ან ფლობს რუსეთისა თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე”, - აღნიშნა კამინსკიმ.