ავტორი:

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინელებმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაციის შენობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინელებმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაციის შენობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

დროებით ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში, რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციის შენობასთან აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შენობაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა და სახურავის ნაწილები მიმდებარე გზებზეა მიმოფანტული.

ე.წ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დარტყმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ამასთან, დონეცკის ე.წ. მერმა, ალექსეი კულემზინმა დაადასტურა, რომ დონეცკის ცენტრზე თავდასხმა განხორციელდა.