უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკის ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინულმა ჯარმა ბახმუტთან რუსული თავდაცვა გაარღვია.
ინფორმაციას ოფიციალური ტელეგრამ-არხი Military Media Center-ი ავრცელებს.
სირსკის თქმით, ანდრეევკასა და კლეშეევკაზე ბრძოლების დროს რუსულმა არმიამ სამი ბრიგადა დაკარგა.
"წინა კვირას დასახლებული პუნქტების, ანდრეევკასა და კლეშეევკას, დაკარგვის შემდეგ, მოწინააღმდეგე სხვადასხვა მიმართულებებით მრავალრიცხოვან კონტრიერიშებს ახორციელებს და წარუმატებლად დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს. პირველი შეხედვით, ეს პატარა დასახლებული პუნქტებია, მაგრამ ისინი რუსული თავდაცვის მნიშვნელოვანი ელემენტები იყო და ბახმუტიდან გორლოვკამდე გადიოდა“, - აღნიშნა უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა.
მისივე განცხადებით, ბრძოლების დროს სრულიად განადგურებულია და საბრძოლო უნარიანების დაკარგულად შეიძლება ჩაითვალოს რუსული ჯარის ერთი-ერთი ყველაზე მომზადებული და საუკეთესო ნაწილები 72-ე მოტომსროლელი ბრიგადა, 31-ე და 83-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადები.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღესაც აცხადებდა, რომ უკრაინული ჯარის შეტევები კლეშეევკაზე მოგერიებულია.