„პალიტრა L-ის“ წიგნის ყოველთვიური გამოწერის სერვისი მკითხველებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს: სერიების ჩამონათვალი ჟანრებისა და ავტორების მიხედვით 20-მდე გაიზარდა, ხოლო გამოწერის ფასი სულ რაღაც 10 ლარიდან იწყება.
გარდა ამისა, თითოეულ მკითხველს შეუძლია, ყოველთვიურად რამდენიმე სერია გამოიწეროს და მაქსიმალურად მოკლე დროში სასურველ მისამართზე მიიღოს, ის პირველი გაიგებს ლიტერატურული სიახლეებისა და თანამედროვე ავტორების შესახებ.
წიგნის სერიების გამოწერის პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში სარგებლობს პოპულარობით. მიზეზი ხელმისაწვდომობა და კომფორტია. აღნიშნული სერვისი საშუალებას გვაძლევს, დაბალ ფასად შევიძინოთ სასურველი ჟანრის წიგნები და სწრაფად შევაგროვოთ ისინი.
„პალიტრა L-ის“ ყოველთვიურ სერიებში გაერთიანებულია „ლურჯი ოკეანის“ ბიზნესლიტერატურა, მსოფლიო და ქართული კლასიკური და თანამედროვე, საბავშვო, სამეცნიერო ლიტერატურა, რაც საოჯახო ბიბლიოთეკის სრულყოფის საშუალებას მოგვცემს.
ამასთან, გამომწერობა გამომცემლობის მიმართ ლოიალობას ნიშნავს, რისთვისაც კომპანია სტანდარტულ სერვისებთან შედარებით კიდევ უფრო საინტერესო პირობებს შემოგვთავაზებს.
როგორ გავხდეთ სერიების გამომწერი: „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე რეგისტრაციისა და გამოწერის ფუნქციის არჩევის შემდეგ, თანხას სასურველი პირობებით გადავიხდით და შეძენილ წიგნებს გამომცემლობა ყოველთვიურად სასურველ მისამართზე მოგვაწვდის.
სერიების შესარჩევად მიჰყევით ბმულს.
R