ჩრდილოეთ ერაყში საქორწილო წვეულებაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 113 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულია ნეფე-პატარძალიც.
ოფიციალური პირების თქმით, 50 დაშავებული ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევა ერაყის ჩრდილოეთ ნინევეს პროვინციაში, ალ-ჰამდანიას რაიონში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ის ფეიერვერკის ანთების შემდეგ გაჩნდა.
ამასთანავე, ერაყის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ საქორწინო დარბაზის გარე ფასადი აალებადი მოპირკეთებით არის აშენებული, რაც უკანონობაა. ამგვარ მოპირკეთებას ძირითადად ექსტრემალური სიცხის ან სიცივისგან დასაცავად, ასევე ესთეტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მოპირკეთების ტიპი იყენებს ლითონის კომპოზიტს და პოლიეთილენს.
ადილობრივი ჟურნალისტების თქმით, მსხვერპლთა დიდი რაოდენობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ საავადმყოფოებს " ხალხის გადასარჩენად საკმარისი ლოჯისტიკური ინსტრუმენტები არ აქვთ".
ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ოფიციალურ პირებს დაავალა, რომ ინციდენტის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ყველა ძალისხმევა გამოიყენონ. რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">BREAKING: <br>100 people dead in fire during wedding in Iraq event hall, state media reports.<a href="https://t.co/hd6ue0M9rf">pic.twitter.com/hd6ue0M9rf</a></p>— Nizam Tellawi (@nizamtellawi) <a href="https://twitter.com/nizamtellawi/status/1706838903326699775?ref_src=twsrc%5Etfw">September 27, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა