სერია A-ს მეექვსე ტურში "ნაპოლიმ" "უდინეზეს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:1 გაიმარჯვა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, დამსახურებულადაც. გულშემატკივარმა ხვიჩასგან ნახა თამაში, რომელიც ასე ძალიან მოენატრა.
"კვარამ გამოიმუშავა 11-მეტრიანი, გაიატანა ულამაზესი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ხვიჩას შესანიშნავ თამაშს რა თქმა უნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა იტალიურ მედიაში. ფეხბურთის ექსპერტები კი ამბობენ, რომ "ის დაბრუნდა".
"კვარა" ძალიან კარგი იყო, ორჯერ ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ გაიტანა, რაც მომავალში სიმშვიდეს მოუტანს, ახლა გაცილებით გაუადვილდება. ჩვენ დიდი ხანი ვისაუბრეთ, ვურჩიე, უგოლო სერიაზე არ ეფიქრა და თამაშისგან სიამოვნება მიეღო. ის უნიკალური ფეხბურთელია, ასეთები ბევრი არაა. მას განსაკუთრებული უნარები გააჩნია და მოვუწოდებთ, ისევ იგივე გააკეთოს. დიდი "კვარა" დაგვიბრუნდა", - თქვა რუდი გარსიამ.
"კარგა ხანი გოლი არ მქონდა გატანილი, მაგრამ ფეხბურთში ეს ხდება. გასაგებია, ვნერვიულობდი და ძალიან მიხარია, რომ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. "სასუოლოსთან" დაპირისპირების შემდეგ ერთმანეთს დაველაპარაკეთ და ვთქვით, რომ მოგება გვჭირდებოდა. იგივე ვუთხარით მწვრთნელს.
ჩვენ, ალბათ, დავბრუნდით. შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, წინსვლას მთელი ძალით უნდა ვეცადოთ. წინ "ნაპოლი" - აღნიშნა კვარაცხელიამ.
იტალიური გამოცემა, Calcionapoli ხვიჩას შესახებ წერს, ხვიჩასთვის ეს გოლი "წნეხისგან განმათავისუფლებელი იყო".
"ლამაზი გოლი სანახაობრივ თამაშს მოჰყვა. კარგი იყო პენალტის გამომუშავებაშიც, კვარა დაბრუნდა", - წერს გამოცემა.