საგარეჯოს მუნიციპალიტეტს სოფელ მზისგულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავმა "ზილის" მარკის ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. ავტომობილი ყურძნით იყო დატვირთული.
მსუბუქად დაზიანდა მძღოლი. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.