ავტორი:

ხობში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ხობში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი პირი დაშავდა.

ადგილობრივის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ის მიკროავტობუსიდან გადმოვიდა და ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.

მისივე თქმით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

50 წლამდე ასაკის მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულს მძიმე დაზიანება თავის არეში აღენიშნება და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.