ავტორი:

2030 წელს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი სამ კონტინენტზე, ექვს ქვეყანაში ჩატარდება

2030 წელს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი სამ კონტინენტზე, ექვს ქვეყანაში ჩატარდება

FIFA-მ დაადასტურა, რომ 2030 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი სამ კონტინენტზე, ექვს ქვეყანაში ჩატარდება. მსოფლიო ჩემპიონატის ძირითადი მასპინძელი ქვეყნები იქნებიან - ესპანეთი, პორტუგალია, და მაროკო.

გახსნის სამი მატჩი კი ურუგვაიში, არგენტინასა და პარაგვაიში გაიმართება.

ამგვარი გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიიღეთ. ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

2030 წელს ისტორიაში პირველად ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი სამ კონტინენტზე.