ავტორი:

"დღეს დილით დაგვხვდა სიურპრიზი... ხვალ იქნებ ჩვენც აგვიკრძალოთ აქ შემოსვლა?" - პარლამენტში შეზღუდვები წესდება: რა განმარტებას აკეთებს შალვა პაპუაშვილი და რას ამბობენ დეპუტატები?

"დღეს დილით დაგვხვდა სიურპრიზი... ხვალ იქნებ ჩვენც აგვიკრძალოთ აქ შემოსვლა?" - პარლამენტში შეზღუდვები წესდება: რა განმარტებას აკეთებს შალვა პაპუაშვილი და რას ამბობენ დეპუტატები?

პარლამენტის აპარატის მოსამსახურეს, შესაძლოა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე დეპუტატებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს. ასეთი შინაარსის ამკრძალავი ნორმის შემოღება პარლამენტის აპარატის შინაგანაწესში იგეგმება. ამასთან, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ჯერ არ გამოუცია, ბრძანებაზე ხელი მოწერილი არ არის და არსებობს პროექტის სამუშაო ვარიანტი.'

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა შინაგანაწესში ცვლილებით, პარლამენტის დეპუტატისთვის განკუთვნილ ადგილზე ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემა პარტიისა თუ პოლიტიკური ჯგუფების იმ წარმომადგენლებს ეხებათ, რომლებიც აპარატში არიან გაფორმებულები.

"მას, თითქოს, აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციაზე ჟურნალისტებს შეზღუდვა უწესდებათ, აქ საქმე ეხება პარლამენტის თანამშრომლების შინაგანაწესს. ზოგიერთ პოლიტიკური ჯგუფს „ლელოს“, „საქართველოსთვის“ პარტიის წევრები ფრაქციის აპარატში ჰყავს გაფორმებული და ხელფასს ფრაქციის აპარატიდან უხდიან, რაც პრობლემა არაა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს იმდენად უნდათ პარლამენტის წევრობა, ჟურნალისტებს კომენტარს პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილ ადგილზე აძლევენ. რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, როგორც ფრაქციის თუ პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელობა, ისე თავად ეს პირები.

ისინი საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს აგდებულად ექცევიან. ეს წესი შემოდის. თუ სერგო ჩიხლაძესა და ბერდია სიჭინავას დეპუტატობა სურთ, მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის არჩევნებში, გახდნენ წევრები და ექნებათ ის შესაძლებლობა, რომ საქართველოს დროშისა და პარლამენტის სიმბოლიკასთან მისცენ კომენტარი. პრობლემა არ არის ჰქონდეთ კომუნიკაცია, მაგრამ არა იქ, იმ ადგილებში, რომლებიც გამოყოფილია პარლამენტის წევრებისთვის. ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს პარლამენტს. ეს არ არის ის ადგილი, სადაც პირადი ეგოები უნდა დაიკმაყოფილონ და ტრიბუნასთან დგომის ჭია გაახაროს ამა თუ იმ პარტიის წევრმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს წარსული საქმიანობა შეახსენა, რა დროსაც დეპუტატის თქმით, შალვა პაპუაშვილი წიგნებს გამოსცემდა გამოხატვის თავისუფლებისა და ზოგადი უფლებების შესახებ.

"ბატონო შალვა დღეს დილით გავიღვიძეთ და დაგვხვდა სიურპრიზად თქვენი ბრძანება, რომლითაც ჟურნალისტებს უკრძალავთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციას. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ბევრ წიგნს გამოსცემდა GIZ -ში მუშაობისას, გამოხატვის თავისუფლებაზე, უფლებებთან დაკავშირებით. თუ გიფიქრიათ იმაზე, ეს რა შედეგის მომტანი იქნება. როგორ შეფასდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ჟურნალისტთა უფლებების ასეთი შეზღუდვა და საერთოდ, რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით, იქნებ ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა მალე, იმიტომ, რომ თქვენთვის სასიამოვნო მოსაზრებები არ გამოვხატოთ?“- განაცხადა კორძაიამ.

დეპუტატ თამარ კორძაიას შეფასებას პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა: „ქალბატონო თამარ, უპირველეს ყოვლისა, რასაც ვცდილობდი მე მაშინ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებიდან, ეს იყო იურისტების კომპეტენციის ამაღლება, ეს იყო მთავარი მიზანი. თქვენს შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვერ მივაღწიეთ ამ მიზანს“.