საზარელი დანაშაული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, სადაც 14 წლის გოგონა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
rusTavi 2- ის ინფორმაციით, მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის.
გოგონა 2 თვეა, რაც გაათხოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა.
ქმარმა გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. ის ადგილზე დაიღუპა...
გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იხილეთ ასევე: