სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლი'' "ფიორენტინას'' მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 1:1.
ნეაპოლური გუნდი ასეთი შემადგენლობით გავიდა მოედანზე:
მერეტი, ოსტიგორი, ნათანი, დი ლორენცო, ოლივერა, ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
ანგარიში მატჩში სტუმრებმა გახსნეს - მერეტის კარში გოლი მე-7 წუთზე ბრეკალომ გაიტანა. ამის მერე "ნაპოლი" უტევდა. 21-ე წუთზე ბურთი გატანა ნეაპოლელებმა მოახერხეს, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა. მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. კვარაცხელიას გუნდი გაუთავებლად უტევდა, აქტიურობას ცდილობდა ჩვენებურიც, თუმცა ტაიმის ძირითადად დროში გოლის გატანა ვერ შეძლეს. მსაჯის კომპენსირებულ დროში კი, 48-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასული ოსიმენი "ფიორენტინას" მო=ეკარემ წააქციე. 11-მეტრიანი ვიქტორ ოსიმენმა დაარტყა და გაიტანა. "ნაპოლიმ" გაათანაბრა.
7 ტურის შემდეგ "ნაპოლის'' 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა, "ფიორენტინა'' კი ასევე 14 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.