ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის ტერიტორიაზე "ჰამასის“ 1500 მებრძოლის ცხედარი აღმოაჩინეს.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელზე თავდასხმის შემდეგ 900 ისრაელელი დაიღუპა, მათ შორის 123 ჯარისკაცი.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები, რომელმაც პალესტინელებს მოუწოდა, რომ ღაზას სექტორი დატოვონ და ეგვიპტეს შეაფარონ თავი, აცხადებს, რომ რაფაჰის გადასასვლელი უკვე დაკეტილია.
"გუშინ რაფაჰის გადასასვლელი ღია იყო, ახლა კი დაკეტილია“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების საერთაშორისო სამხედრო პრესსპიკერის, რიჩარდ ჰეხტის განცხადებაში.