ავტორი:

"ისრაელი "ჰამასის“ წინააღმდეგ ფართო სამხედრო კამპანიისთვის ემზადება" - ისრაელის პრეზიდენტი

"ისრაელი "ჰამასის“ წინააღმდეგ ფართო სამხედრო კამპანიისთვის ემზადება" - ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ფართო სამხედრო კამპანიისთვის ემზადება, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა.

„ჩემი ქვეყანა გლოვობს. ამ ტრაგედიამ ისრაელში თითქმის ყველა ოჯახზე იქონია გავლენა. ეს იქნება ხანგრძლივი სამხედრო კამპანია „ჰამასის“ წინააღმდეგ, - განუცხადა პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ ჟურნალისტებს ჰერცოგმა.

ისრაელის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს გატაცებული ბავშვების ფოტოები აჩვენა და აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ თავდასხმების დროს ჰოლოკოსტს გადარჩენილები მოკლა და ოჯახები დახოცა.