ავტორი:

დიდი ბრიტანეთი ახლო აღმოსავლეთში თვითმფრინავებს და გემებს აგზავნის - რას ასახელებენ ბრიტანეთში გადაწყვეტილების მიზეზად

დიდი ბრიტანეთი ახლო აღმოსავლეთში თვითმფრინავებს და გემებს აგზავნის - რას ასახელებენ ბრიტანეთში გადაწყვეტილების მიზეზად

დიდი ბრიტანეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საპატრულო და სადაზვერვო თვითმფრინავებს, ასევე სამხედრო-საზღვაო ძალების ორ გემს განალაგებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

გამოცემების თანახმად, ეს “ისრაელის მხარდასაჭერად” კეთდება.

BBC-ის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს, “თვალი ვადევნოთ რეგიონალური უსაფრთხოებისადმი საფრთხეებს, ისეთებს როგორიცაა, ტერორისტული ჯგუფებისთვის იარაღის გადაცემა.”

The Times-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი ისრაელის საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ფრენებს განახორციელებს.