2:0 - საქართველოს ნაკრები კვიპროსს ამარცხებს - მეორე გოლი მოწინააღმდეგის კარში კვარამ გაიტანა. პირველი გოლის ავტორი ოთარ კვიტეიშვილია.
მიეილ მესხის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტური მიმდინარეობს.
მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და საჯარიმოდან ხრისტოფის დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია. მეათე წუთისთვის საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა, ქოჩორაშვილს გატანა მეკარე მოლიმ არ დაანება. თუმცა, შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, მომენტები არ იქმნებოდა, ტემპი დაბალი იყო. 39-ე წუთზე ხრისტოფი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, მის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ფეხით მოიგერია და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.