ტრაპიზონში საქართველოს მოქალაქის, 67 წლის ქალის, ბანეშა მამიშევას ცხედარი იპოვეს. პოლიციის ცნობით, ცხედარი ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ნახეს - ქალი მოკლულია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ტრაპიზონის პოლიციის სამმართველოს მკვლელობის ბიუროს ჯგუფმა დაადგინა, რომ ქალი თავში ქვის რამდენჯერმე ჩარტყმის შედეგად მოკლეს.
სავარაუდოდ, მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიანიშნებს მისი ცხედრის წინასწარი შესწავლა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილია მურათ ბაითარი, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია.
ბრალდებულს აქვს კრიმინალური წარსული. როგორც ცნობილია, ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა. მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივი.