ავტორი:

"ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ და..." - რას აცხადებს სუს-ის უფროსი ინფორმაციაზე, რომ საფრანგეთის სკოლაზე თავდასხმაში ბრალდებულის მამა საქართველოში ცხოვრობს

"ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ და..." - რას აცხადებს სუს-ის უფროსი ინფორმაციაზე, რომ საფრანგეთის სკოლაზე თავდასხმაში ბრალდებულის მამა საქართველოში ცხოვრობს

ჩრდილოეთ საფრანგეთში, ქალაქ არასში მომხდარი ტერაქტის საქმეში მთავარი ბრალდებულის, მოჰამედ მოგუშკოვის მამა საქართველოში არ იმყოფება - ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

„ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ, შეგიძლიათ საფრანგეთის საელჩოშიც გადაამოწმოთ. თუკი ჩვენს ფრანგ კოლეგებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არსებობს იურიდიული დახმარების ოფიციალური მექანიზმი“, - განაცხადა ლილუაშვილმა. ცნობისთვის, მანამდე ფრანგული მედია წერდა, რომ მოგუშკოვის მამა საქართველოში ცხოვრობს.

"ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ და..." - რას აცხადებს სუს-ის უფროსი ინფორმაციაზე, რომ საფრანგეთის სკოლაზე თავდასხმაში ბრალდებულის მამა საქართველოში ცხოვრობს (წყარო)