ავტორი:

"ლიზი, შენ როკ ვარსკვლავი ხარ" - ქართველი გოგონას მორიგი წარმატებული გამოსვლა გერმანულ "ვოისში" და მწვრთნელების მაღალი შეფასება: ლიზი გოზალიშვილი შემდეგ ტურშია (ვიდეო)

"ლიზი, შენ როკ ვარსკვლავი ხარ" - ქართველი გოგონას მორიგი წარმატებული გამოსვლა გერმანულ "ვოისში" და მწვრთნელების მაღალი შეფასება: ლიზი გოზალიშვილი შემდეგ ტურშია (ვიდეო)

ლიზი გოზალიშვილმა, რომელიც გერმანულ "ვოისში“ მონაწილეობს, კონკურსის მეორე ეტაპიც წარმატებით დაძლია. მას რინგზე გამოსვლისას თანაგუნდელ ნიკოლ შოლცთან მოუწია სიმღერა. მათ მაილი საირუსის "Prisoner" შეასრულეს.

"ესეც ჩემი გამოსვლა "ვოისის“ მეორე ეტაპზე - რინგზე. რინგი ემოციურად ყველაზე რთული ეტაპია: იბრძვი საკუთარი გუნდის წევრის წინააღმდეგ. თუმცა, ახალი წესების მიხედვით, მწვრთნელს უფლება აქვს რინგიდან შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოს ერთ-ერთი, ორივე ან არცერთი მონაწილე“, - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

თუმცა ამჯერად ლიზიმ მწვრთნელების მაღალი შეფასება დაიმსახურა და ჯოვანიმაც ქართველი გადაიყვანა მომდევნო ტურში.

"ლიზი, შენ როკ ვარსკვლავი ხარ, თავისუფლად იქნებოდა 80-იანი წლების რომელიმე როკ ჯგუფის წევრი".

"ლიზი, შენ განსაკუთრებული იყავი!" - ეს არის შეფასებები, რაც ლიზიმ მწვრთნელებისგან მიიღო.

"ლიზი, ძალიან ვამაყობ, რომ მე ამირჩია და დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემი მოლოდინები გაამართლე, შემდეგ ტურში გადავა ის, ვინც უფრო მებრძოლია, ეს თვისება აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ყველა სიტუაციას მოერგო. მზად უნდა იყო ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად და ჩემთვის ასეთია ლიზი", - თქვა ქართველი მომღერლის მენტორმა ჯოვანიმ.