ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაზისუბნის 1-ელ მიკრორაიონში ერთ-ერთ კორპუსში ხანძარია. ცეცხლი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით გამოწვეული აფეთქების შედეგად გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ბინაში წყლის გამათბობელი აფეთქდა. ადგილობრივის თქმით, გუშინ საღამოდან ამ უბანს ბუნებრივი აირი რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა და აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე განახლდა მიწოდება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია ბინაში იმყოფებოდა თუ არა ვინმე, შესაბამისად, მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია ჯერ ვრცელდება.