საფრანგეთი სომხეთისთვის იარაღის მიყიდვას ადასტურებს, - ამის შესახებ მხარეებმა პარიზში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდების და ფრანგული "მისტრალის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემების სამომავლო გადაცემის შესახებ.
"ცის დაცვა არის ის, რაც აბსოლუტურად მნიშვნელოვანია“, - განუცხადა ლეკორნუმ პაპიკიანს.
ლეკორნუმ აღნიშნა, რომ საფრანგეთი სომხეთს თავდაცვის ძალების მომზადებაში დაეხმარება და მხარს დაუჭერს მის ძალისხმევას არმიის რეფორმებისა და მოდერნიზების საკითხებში.