ისრაელი ადასტურებს, რომ "ჰამასმა“ კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 79 წლის ნურიტ კუპერისა და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცის ოჯახებს „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლების შესახებ უკვე ეცნობათ.
ჰამასი აცხადებს, რომ მძევლები "ჰუმანიტარული მიზეზების“ გამო გაათავისუფლეს.