ავტორი:

"ლიბანში, "ჰეზბოლას" ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განვახორციელეთ" - ისრაელის თავდაცვის ძალები

"ლიბანში, "ჰეზბოლას" ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განვახორციელეთ" - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე, მათ შორის სამხედრო პოსტსა და საგუშაგო კოშკზე, საპასუხო დარტყმები განახორციელეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ იერიში ლიბანის ტერიტორიიდან გაშვებული ჭურვების საპასუხოდ მიიტანეს.

თავდაცვის ძალები ავრცელებს ვიდეო მასალას, სადაც ჩანს, რომ საჰაერო დარტყმები ორ შენობაზე ხორციელდება.