დაწერე ბლოგი წიგნის შესახებ და დასაჩუქრდი „პალიტრა L-ის“ 100, 200 და 300-ლარიანი ვაუჩერებით

დაწერე ბლოგი წიგნის შესახებ და დასაჩუქრდი „პალიტრა L-ის“ 100, 200 და 300-ლარიანი ვაუჩერებით

„ლიტერე ინვენტე“ ლიტერატურის მოყვარულთათვის კონკურსს იწყებს: დაწერე ბლოგი სპეციალური სიიდან ერთ-ერთი წიგნის შესახებ და გახდი გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ 300, 200 და 100-ლარიანი ვაუჩერების მფლობელი.

თუ გიყვართ კითხვა და შემდეგ წაკითხული ნაწარმოების განხილვა, ეს კონკურსი სწორედ თქვენთვისაა. „ლიტერე“ საშუალებას გაძლევთ, თქვენი ნააზრევი მეგობრებისა და ახლობლების წრიდან უფრო შორს გაიტანოთ და ფართო აუდიტორიას გაუზიაროთ.

წიგნების სია, რომელსაც „ლიტერე“ საკონკურსოდ გთავაზობთ, შემდეგია:

  1. „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ - ბერნარდინ ევარისტო;
  2. „კლარა და მზე“ - კაზუო იშიგურო;
  3. „ყველა ერთნაირად როდი ცხოვრობს“ - ჟან-პოლ;
  4. „ნიკელის ბიჭები“ - კოლსონ უაითჰედი;
  5. „სოფი ოქსანენი“ - ძაღლების პარკი;
  6. „მძიმეა დღის ბოლო“ - მარიკე ლუკას რეინეველდი;
  7. „წლები“ - ანი ერნო;
  8. „იგავი“ - უილიამ ფოლკნერი;
  9. „პირობა“ - დეიმონ გალგუტი;
  10. „როცა ობლები ვიყავით“ - კაზუო იშიგურო.

თუ რომელიმე ტექსტი კვლავაც არ წაგიკითხავთ, შეგიძლიათ, 16-22 ნოემბერს „ლიტერეს“წიგნებზე არსებული სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლოთ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ბლოგები „ლიტერეს“ 1 ნოემბრამდე უნდა გაუგზავნონ მეილზე book@palitra.ge. შეტყობინების აღწერაში კი უნდა მიუთითონ „ბლოგი ლიტერეზე“. რაც შეეხება ტექსტის მოცულობას, გაითვალისწინეთ, რომ უნდა იყოს 100-დან 400 სიტყვამდე.

„ლიტერე ინვენტეს“ შესახებ: „ლიტერე“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც მკითხველს ლიტერატურული აღმოჩენების გაკეთებაში ეხმარება. პროექტის ფარგლებში ქართულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა როგორც კლასიკოსების, ისე სამწერლო ასპარეზზე შედარებით გვიან გამოსული, მაგრამ აღიარებული ავტორების ნაწარმოებები, რაც მკითხველს ერთი სერიის ქვეშ ღირებული ბიბლიოთეკის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

R